რეკლამა

ამბროლაურში ჰესის მშენებლობა იგეგმება

ამბროლაურში ჰესის მშენებლობა იგეგმება

ამბროლაურში, ჰესის მშენებლობის შესახებ იმსჯელებენ.

"2024 წლის 27 თებერვალს შპს „სადმელი ჰესმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდ. რიცეულაზე 2,7 მგვტ სიმძლავრის სადმელი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის განცხადება. 
სკოპინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://ei.gov.ge/…/info/dad1c751-4315-405a-b6ec7c1cf2656792.

აღნიშნული პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 2024 წლის 26 მარტს 12:00 საათზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სადმელის ადმინისტრაციულ  შენობაში. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ასევე განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები