TOPNEWS » მთავარი თემა » ადგილი, სადაც შეგიძლიათ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის იმერეთს გაეცნოთ

ადგილი, სადაც შეგიძლიათ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის იმერეთს გაეცნოთ

ადგილი, სადაც შეგიძლიათ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის იმერეთს გაეცნოთ

დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი თერჯოლაში, სოფელ ზედა სიმონეთში მდებარეობს.

დავით კლდიაშვილი დიდი ქართველი მწერალი და დრამატურგია, რომლის ნაწერებითაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ არამარტო ესთეტიკური სიამოვნება, არამედ გავეცნოთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის იმერეთს. 

დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები არაერთ ფილმსა და სპექტაკლს დაედო საფუძვლად.

სახლ-მუზეუმში ხშირად იმართება იმერულ მოტივებზე აგებული წარმოდგენები, რაც ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.

სახლ-მუზეუმში დაცულია მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, ჭურჭელი და სხვა. 

მუზეუმს ბოლო წლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე მოხდა  საჭირო ტექნიკის შეძენა, განახლდა მუზეუმში არსებული ექსპოზიცია და ლიტერატურა.

მუზეუმში ვიზიტი შესაძლებელია სამშაბათიდან-კვირის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu