რეკლამა

მეწყერი ხარაგაულის სოფელში-სოფლიდან 4 ოჯახს ასახლებენ

მეწყერი ხარაგაულის სოფელში-სოფლიდან 4 ოჯახს ასახლებენ

ხარაგაულში, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ გოლისში მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფლის მაცხოვრებლებს ხარაგაულის მერი შეხვდა და მათთან ერთად პრობლემის გადაჭრის გზები განიხილა.

"მერმა მოქალაქეების დასახმარებლად მხარდაჭერა გამოხატა და მერიის შესაბამის სამსახურებს განსახლების პროცესის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პროცესების დაწყება და  საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება დაავალა. მერის განცხადებით, შუბითიძეების 4 ოჯახი ეკომიგრანტთა სახელმწიფო პროგრამაში მოხვედრამდე მერიის ბინის ქირავნობის პროგამით ისარგებლებს.
შეხვედრაზე მოქალაქეების მხრიდან, განსახლების სავარაუდო ტერიტორიად სოფელი ნადაბური დასახელდა.

ხარაგაულის მერია ასევე მზადაა გეოლოგის დასკვნა მოითხოვოს, რათა ნათლად დადგინდეს რამდენად ხიფათის შემცველია სოფელში ცხოვრება. გოლისის მაცხოვრებლებს, ხარაგაულის მერიისგან ერთჯერადი ფინანსური დახმარება ჩაერიცხებათ,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში. 




ტეგები:

Facebook - კომენტარები