TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთის გუბერნატორმა მერებთან 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები განიხილა

იმერეთის გუბერნატორმა მერებთან 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები განიხილა

იმერეთის გუბერნატორმა მერებთან 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები განიხილა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის  მოადგილესთან,  ზაზა კვიციანთან ერთად  მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული მიმდინარე და დასრულებული პროექტები განიხილეს. 

იმსჯელეს 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ პრიორიტეტულ მიმართულებებზე. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტების შესაბამისი სტანდარტებით შესრულების მნიშვნელობას. 

მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის  მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილე ბესიკ გოფოძე  და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu