TOPNEWS » მთავარი თემა » ‘’თითოეული ჩვენგანის მიერ გადადგმული ნაბიჯი, მიზნად უნდა ისახავდეს რეგიონის სტაბილურ განვითარებასა და მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას”

‘’თითოეული ჩვენგანის მიერ გადადგმული ნაბიჯი, მიზნად უნდა ისახავდეს რეგიონის სტაბილურ განვითარებასა და მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას”

‘’თითოეული ჩვენგანის მიერ გადადგმული ნაბიჯი, მიზნად უნდა ისახავდეს რეგიონის სტაბილურ განვითარებასა და მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას”

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარ თემას რეგიონში მიმდინარე და 2026 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დეტალური განხილვა წარმოადგენდა. 

პაპუნა მარგველიძემ  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალ ინიციატივებზე მუშაობისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭიროებები, აგრეთვე ყურადღება გაამახვილა რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

“თითოეული ჩვენგანის მიერ გადადგმული ნაბიჯი, მიზნად უნდა ისახავდეს რეგიონის სტაბილურ განვითარებასა და მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარეში მიმდინარე თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის სათანადო დონეზე შესრულების საკითხი, რომელთა კონტროლიც თქვენი პირდაპირი მოვალეობაა და რომლის მონიტორინგის ფარგლებშიც აქტიურად ვიქნებით სამხარეო ადმინისტრაციის თითოეული წევრი ჩართული. ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებულად შეიძლება ჩავთვალოთ მაშინ, როდესაც მისი განხორციელების შედეგად, უკეთესი პირობები და შესაძლებლობები იქმნება, ამისათვის კი აუცილებელია გაძლიერებული კოორდინირებული მუშაობა,“- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu