ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში მდებარე ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის სამუშაო საათები ვიზიტორთა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე გახანგრძლივდა.
ამიერიდან მუზეუმი ვიზიტორებს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.
ექსპოზიცია მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრების გამოცდილებას ეფუძნება და 50 თანამედროვე ექსპონატს მოიცავს. მათი ნაწილი პოლონეთის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ექსპოზიცია მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა:
🔹 ფიზიკა
🔹 მათემატიკა
🔹 ინჟინერია და მექანიკა
🔹 ოპტიკა და ელექტრომაგნიტიზმი
🔹 ასტრონომია
🔹 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
🔹 ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები.
“გელოდებით საქართველოში პირველ ინტერაქციულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმში, სადაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამყაროს სრულიად ახალი და საინტერესო ფორმით გაეცნობით,”-აცხადებენ ტექნოლოგიურ ჰაბში.