ხარაგაულის სოფელ სარგვეშში “ხვიჩაობა” აღნიშნეს
ხარაგაულის სოფელ სარგვეშში “ხვიჩაობას” აღნიშნავენ.
ეს დღე 31 წლის წინ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ხვიჩა მუმლაძის ხსოვნის პატივსაცემად დაწესდა.
სოფელში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სახელზე მემორიალი მოეწყო. მემორიალი იმ ახალგაზრდებს ხსოვნას ეძღვნება, ვინც სამშობლოს ერთიანობისთვის თავი გასწირა.
ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, მერის მოადგილესთან, დავით დევდარიანთან, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატის ბიუროს წარმომადგენელთან, ნანა ცხვედაძესთან და საკრებულოს წევრებთან – პაატა გოგოლაძესთან, პავლე კიკალიშვილთან და სოფლის მცხოვრებლებთან ერთად მემორიალი და გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო. ვარლამ ჭიპაშვილმა გმირის დედას, მზია მუმლაძეს, სამშობლოსთვის თავგანწირული შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.
მაისის პირველ შაბათს, სარგვეშში, გმირის სახელის უკვდავსაყოფად მთელი სოფელი ერთიანდება.

















