ლენტეხში სამი სოფელი რჩება, რომელიც გარესამყაროს მოწყვეტილია
ამ დროისთვის ლენტეხის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი გახსნილია. დარჩენილია მხოლოდ სამი სოფელი, რომელთა მიმართულებით გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება და სავარაუდოდ, ხვალ საღამომდე დასრულდება.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სრულად აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება.
სტიქიის დაწყების პირველივე დღიდან, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უწყვეტ, 24-საათიან სამუშაო რეჟიმში მუშაობდნენ.
“სტიქიის შედეგების დროულად აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელშიც ჩართული იყვნენ მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა მოსახლეობისთვის საჭირო, ძირითადი სერვისების დროული აღდგენა და კრიზისული ვითარების მართვა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტი აგრძელებს დარჩენილი პრობლემების აღმოფხვრას და მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციას,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





