2023 წელს ხარაგაულის მერიამ სოფელ ჭარტალში ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები განახორციელა.
მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულებულიყო, წინსწრებით შესრულდა.
"ხარაგაულის მერიის დროული და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ხარაგაულში 16 გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტიდან 16 - ვე დასრულდა.
რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭარტალში 507 777 ლარი დაიხარჯა და ბეტონის საფარი 1863 მეტრ მონაკვეთზე დაიგო.
2023 წელს ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდმა 4 800 000 ლარით 35 პროექტი დააფინანსა.
წლის ბოლომდე ახალი გზა 35 სოფელში რეაბილიტირდება,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.