TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურის მაღაროში დასაქმებული გარდაიცვალა

ჭიათურის მაღაროში დასაქმებული გარდაიცვალა

ჭიათურის მაღაროში დასაქმებული გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში. როგორც ცნობილია, ჯეირან ალსანდია მოულოდნელად ცუდად გახდა და მიწაზე დაეცა. ადგილზე მალევე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელმაც გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირა.

"25 მარტს, შუქრუთის მაღაროს პირველი უბნის მესამე ცვლის სამუშაოს დასრულების შემდეგ, სამწუხარო შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა CMC-ის-ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის თანამშრომელი. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამუშაო ცვლა უკვე დასრულებული იყო და დასაქმებულები იმყოფებოდნენ მაღაროს სამგზავრო-სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასხდომის ადგილზე.

ცნობისთვის, ეს არის ადგილი, სადაც თანამშრომლები იკრიბებიან მაღაროს გვირაბში სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასაჯდომად, რათა მაღაროს ზედაპირზე ამოვიდნენ.

 თვითმხილველების ინფორმაციით, ჯეირან ალსანდია მოულოდნელად ცუდად გახდა და მიწაზე დაეცა. ადგილზე მალევე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელმაც გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირა.

კომპანიის ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევაში საწარმოო ტრავმას ადგილი არ ჰქონია. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. კომპანია CMC აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას. ვიდრე საქმეზე გამოძიება დასრულდება და გაირკვევა, რა გახდა ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალების მიზეზი, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ თემით სპეკულირებისგან.

კომპანია CMC ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს" | ნათქვამია ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია CMC-ის განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu