TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩის რეაბილიტაციაზე 3 მილიონამდე ლარი იხარჯება

ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩის რეაბილიტაციაზე 3 მილიონამდე ლარი იხარჯება

ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩის რეაბილიტაციაზე 3 მილიონამდე ლარი იხარჯება

ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ქუთაისის მერთან, დავით ერემეიშვილთან და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ჭიღვარიასთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა: გზა დაიფარება ასფალტბეტონის საფარით, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი.

პროექტის ღირებულება 2 601 000 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu