ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ქუთაისის მერთან, დავით ერემეიშვილთან და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ჭიღვარიასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა: გზა დაიფარება ასფალტბეტონის საფარით, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი.
პროექტის ღირებულება 2 601 000 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.