TOPNEWS » მთავარი თემა » “სოფელ კურსებში მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის”

“სოფელ კურსებში მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის”

“სოფელ კურსებში მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის”

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს აგრძელებენ.

სააგენტოს ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები,  სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი.

ამ დროისათვის მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის.

უსაფრთხოების მიზნით ისევ გადაკეტილია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა.

იმის გამო, რომ სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი აქტიურია, სოფელში აკრძალულია გადაადგილება. ადგილობრივი ხელისუფლება კვლავ მიმართავს მოქალაქეებს და მოუწოდებს დაემორჩინონ დაწესებულ შეზღუდვებს. 12 მარტს, გამთენიისას განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა სოფელ კურსებში 10-ზე მეტი სახლი დაანგრია, განადგურებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ხოლო 45 ოჯახი სოფლიდან სასტუმროებში, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu