TOPNEWS » მთავარი თემა » სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ტყიბულის მერი შეხვდა

სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ტყიბულის მერი შეხვდა

სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ტყიბულის მერი შეხვდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი  სასტუმროში დაბინავებულ ოჯახებს შეხვდა და მათ  განახლებული ინფორმაცია მიაწოდა სტიქიის ზონაში არსებული ვითარების შესახებ. 

 სასტუმროებში განთავსებულ ოჯახებს ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამედიცინო კვლევები კვლავ უტარდებათ და საჭირო მედიკამენტები მიეწოდებათ. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე სწავლობენ ვითარებას. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი. 

სტიქიის ზონიდან ევაკუირებული 45 ოჯახი ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში ამ დრომდე რჩება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu