TOPNEWS » მთავარი თემა » დიდთოვლობა ონში-სად შეძლებთ გადაადგილებას?

დიდთოვლობა ონში-სად შეძლებთ გადაადგილებას?

დიდთოვლობა ონში-სად შეძლებთ გადაადგილებას?

ონის მუნიციპალიტეტში თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზებზე გაწმენდითი სამუშაოები, აღნიშნული მიმართულებით ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისათვის-ინფორმაციას ამის შესახებ ონის მერია ავრცელებს. 

მათივე ცნობით ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გამავალია შემდეგი ლოკაციები: ღები, გლოლა, ჭიორა, უწერა, საკაო, ღარი, შეუბანი, წედისი, პიპილეთი, გომი, სორი, მრავალძალი, კომანდელი.

"ასევე, ცხმორში, შარდომეთსა და სოფ. ღებში, შიდა საუბნო გზების დარჩენილ მონაკვეთებზე  დღის ბოლომდე დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები.

ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს,"-აცხადებენ მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu