TOPNEWS » მთავარი თემა » ონში აგრარული ბაზრისთვის შენობას აწყობენ

ონში აგრარული ბაზრისთვის შენობას აწყობენ

ონში აგრარული ბაზრისთვის შენობას აწყობენ

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ქალაქ ონში აგრარული ბაზრის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტი ქალაქის ცენტრში არსებული აგრარული ბაზრის  ორსართულიანი შენობის  კეთილმოწყობას გულისხმობს ყველა საჭირო კომუნიკაციით, ღია და დახურული სავაჭრო ფართებით, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობებით, სამაცივრე და სასაწყობე ოთახების, ლიფტების (შშმ პირთა და სატვირთო) გათვალისწინებით, ეზოს კეთილმოწყობას ბეტონის ბილიკებით და შენობის აღჭურვას დახლებით. 

“დასრულებული შენობა შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებთან და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს.

სამუშაოების ღირებულება 3 201 000  ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2025 წლის ივლისში იგეგმება,”-აცხადებენ ონის მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu