ხარაგაულის მერიამ მრავალშვილიან დედებს საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა
ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა, მრავალშვილიან დედებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
ვარლამ ჭიპაშვილი მრავალშვილიან ოჯახებს ეტუმრა და მათ მერიის სახელით საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა.
„ხარაგაულის მერია სოციალური მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ჩვენი სოციალური სამსახური და ბავშვთა განყოფილება მრავალშვილიან ოჯახებთან მთელი წლის განმავლობაში მუდმივ კომუნიკაციაშია, რაც გვაძლევს საშუალებას, ვიცოდეთ მათი საჭიროებები და შესაბამისი პროგრამებით მიზანმიმართული მხარდაჭერა გავუწიოთ.
დღეს ვსტუმრობდით ოჯახებს, მათ შორის არის ოჯახი, რომელსაც მრავალშვილიანი ოჯახების ბინის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი შევუძინეთ, ხოლო რამდენიმე ოჯახი ამ ეტაპზე დაფინანსების მოლოდინშია. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მათ მუდმივი მხარდაჭერა ჰქონდეთ და გრძნობდნენ მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას“, - განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.
მრავალშვილიან ოჯახებს მერის პირველი მოადგილე სპორტის ცენტრის ხელმძღვანელთან, რევაზ შერგელაშვილთან, მაჟორიტარ დეპუტატთან ლენა აბაშიძესთან, ასევე მერის წარმომადგენლებთან - ბადრი ბარბაქაძესთან, ქეთი კუბლაშვილთან და ემზარ აბულაძესთან ერთად ესტუმრა.





