“გეხვეწებით, მოგვხედეთ! შიმშილის ზღვარზე არიან მაღაროელები”

„ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული მაღაროელები ერთი თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ.
მათი თქმით, კომპანიამ ხელოვნურად შექმნა კრიზისი, რათა ღია კარიერული წესით მეტი ნედლეული მოიპოვოს და ამის ხარჯზე თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლოს.
მაღაროელთა მოთხოვნებს შორის არის სამი თვის ხელფასების გაცემა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ახალი კომპანიით ჩანაცვლება. მაღაროელები აცხადებენ, რომ თავს მიტოვებულად გრძნობენ, როგორც სახელმწიფოს, ისე პროფკავშირების მხრიდან.
“მოგმართავთ ხელისუფლებას! რატომ გაგვწირეთ ჭიათურლები, რატომ არ მიგაქვთ გულთან ჩვენი გასაჭირი? რა დაგიშავეთ ამ მშრომელმა ხალხმა? ჩვენ ხომ ისეთს არაფერს გთხოვთ, რაც არარეალურია? ჭიათურლები მაშინ თუ გახსოვდათ არჩევნებზე, ეხლა რა შეიცვალა? არადა როგორი იმედით შეგყურებდით, ცადა ქვეყნის დაქცევას მოვიფიქრებდი და “ოცნების” ხელისუფლების ასეთ გულგრილობას ვერ მოვიფიქრებდი. ეს რა ხდება ხალხო, გაოცებული ვარ. მეუბნებიან: აბა რა გეგონა, “ოცნება” რომ აირჩიეო. მე კიდევ მჯერა თქვენი და მგონია, არ გაგვწირავთ ბოლომდე. გთხოვთ! გეხვეწებით მოგვხედეთ! შიმშილის ზღვარზეა მაღაროელები”.