TOPNEWS » მთავარი თემა » სამტრედია-აბაშის გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
სამტრედია-აბაშის გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ავარია 24 ოქტომბერს, 23:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ერთი ქორწილის მანქანა იყო. ავარიის შედეგად 20 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეგობრის ქორწილში მეჯვარე უნდა ყოფილიყო. მისი მეუღლე საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის.
“საშინელება მოხდა. 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა, დედისერთა, დედამ ხელისგულზე ატარა. კარგი შვილი. ბიჭის მეუღლე საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”.

















