TOPNEWS » მთავარი თემა » ცაგერის სოფელ საირმეში შიდა სასოფლო გზებს რეაბილიტაცია უტარდება

ცაგერის სოფელ საირმეში შიდა სასოფლო გზებს რეაბილიტაცია უტარდება

ცაგერის სოფელ საირმეში შიდა სასოფლო გზებს რეაბილიტაცია უტარდება

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების,  მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელების, უსაფრთხოების ზღუდარების, საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა.

სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 818 887 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს  იგეგმება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu