ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების, მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელების, უსაფრთხოების ზღუდარების, საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა.
სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 818 887 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.