TOPNEWS » მთავარი თემა » ცაგერში, კურორტ “ლაშიჭალის” მიმართულებით გზა გაიხსნა

ცაგერში, კურორტ “ლაშიჭალის” მიმართულებით გზა გაიხსნა

ცაგერში, კურორტ “ლაშიჭალის” მიმართულებით გზა გაიხსნა

ცაგერში, კურორტ “ლაშიჭალის" მიმართულებით საავტომობილო  მოძრაობა აღდგენილია.

ძლიერი წვიმის შედეგად კურორტის მიმართულებით დაზიანებულ გზაზე და ხიდზე დღის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ტექნიკა. გაიწმინდა დატბორილი გზა, აღდგა დროებითი საავტომობილო ხიდი.

დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, ლაჯანურის ხეობაში ნაპირდამცავი სამუშაოები განხორციელდება.

სტიქიის ზონაში რჩებიან ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu