რეკლამა

რატომ დაიკეტა გელათი ვიზიტორებისათვის?

რატომ დაიკეტა გელათი ვიზიტორებისათვის?

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ვიზიტორებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ადგილზე პირველი კომენტარი გაკეთდა.

ტაძრის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მამა კირიონმა ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარეობს დროებით გადახურვის სამუშაოები. მისივე ინფორმაციით,  გერმანული კომპანიის მიერ სპეციალურად შეიქმნა მასალები და  სამუშაოებსაც გერმანელი სპეციალისტი განახორციელებენ,  რომლებიც ტაძარში უახლოეს დღეებში ჩამოვლენ. 

გადახურვის  პარალელურად, დაიწყება შიდა სამუშაოები. უცხოელები და ქართველი სპეციალისტები მოზაიკის და მხატვრობის მომდევნო  სარეაბილიტაციო ეტაპს დაიწყებენ. 

მამაომ ასევე ისაუბრა, ტაძარში ვიზიტოებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე. მისი განმარტებით, შეზღუდვა  უსაფრთხოების გამო დაწესდა, რათა მოხდეს მძიმე ტექნიკის უსაფრთხო გადაადგილება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები