რეკლამა

“როცა ხონში მობრძანდებით, აუცილებლად მოინახულეთ ქუტირის ადმინისტრაციული ერთეული, ისიამოვნეთ ლამაზი ბუნებითა და იმერული სტუმართმოყვარეობით”

“როცა ხონში მობრძანდებით, აუცილებლად მოინახულეთ ქუტირის  ადმინისტრაციული ერთეული, ისიამოვნეთ ლამაზი ბუნებითა და  იმერული სტუმართმოყვარეობით”

ხონში, ქუტირის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ქუტირი,გვაზაური, პატარა ჯიხაიში)- მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა სანაპიროზე,  მუნიციპალური ცენტრიდან 9 კმ-ის მოშორებით.

ქუტირი ხონის მუნიციპალიტეტში ყველაზე დაბალი ადგილია, ზღვის დონიდან 62 მეტრი. 

სოფელ ქუტირში მდებარეობს  წმინდა გიორგის გუმბათოვანი ეკლესია,რომელიც  მეხცრამეტე საუკუნეში, 1872 წელს აშენდა.

სოფელ პატარა ჯიხაიშში მაცხოვრის შობისა (1897 წ.)და წმინდა გიორგის (1898 წ.) სახელობისა ეკლესიები მდებარეობს. მაცხოვრის შობის ეკლესია ბერძენი ოსტატის მიერ არის აგებული.

სოფელ პატარა ჯიხაიშში არის გვიანი ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარი – "გორიკა". 

ქუტირის თემში ადგილობრივებისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობა, მემცენარეობა და მესაქონლეობაა. აქვე გაშენებულია მოცვის პლანტაციები, რაც სეზონურად ადგილობრივების დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობაა.

თემი მდიდარია წყაროებით. აქ ბევრი წყლის წისქვილია, რაც ადგილობრივი ბუნებისა და ესთეტიკის  განუყოფელი ნაწილია. 

როცა ხონის მუნიციპალიტეტში მობრძანდებით, აუცილებლად მოინახულეთ ქუტირის  ადმინისტრაციული ერთეული, ისიამოვნეთ ლამაზი ბუნებითა და  იმერული სტუმართმოყვარეობით. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები