თერჯოლა დღეს მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია. "ახალი წლის დღეები" მუნიციპალიტეტებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიების სამზადისი დილიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის მოეწყო ფოტო გადასაღები სტენდები, საახალწლო სახლები, დასკვნით ეტაპზეა სცენის მოწყობის სამუშაოები. მთელი დღის განმავლობაში ყველა ასაკზე გათვლილი მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი.
14:00 - ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა
14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა,გლინტვეინი, კრეპი, ცხელი შოკოლადი, ჰოთდოგი
14:00-18:00 - საბავშვო სივრცე: საახალწლო ორცხობილების მოხატვა, ნაძვის ხის სათამაშოს გაფერადება
14:00-18:00 ვორქშოფი საახალწლო კერამიკის და ხის ფიგურების დამზადება და გაფერადება, ქისების, მისალოცი ბარათების, ჯინჯერის სათამაშოების დამზადება, სახის მოხატვა
14:00-19:00 - მუსიკალური ინსტალაცია - „ლაპლანდია“.
15:00 - ზღაპრის გმირების მსვლელობა ორკესტრთან ერთად და სანტას შეხვედრა ბავშვებთან
6:45-17:00 - ორკესტრის და კოსტუმირებული გმირების მსვლელობა
14:15-18:00 - დღის მუსიკალური გაფორმება: Dj Roy Fitz
18:00-20:00 - კონცერტი: დავით მაზანაშვილი და ბენდი, გიგა ჯალაღონიას ტრიო, აჩიკო ბერიძე,არჩილ ცანკაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, დათო არჩვაძე, ელენე ფოჩხუა, სოფო პაპუაშვილი, სოფო ბედია, მაგდა ნიკოლეიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, ნინი შერმადინი, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე.
20:00 - საზეიმო ფოიერვერკი.
წამყვანები - კახა მიქიაშვილი, მაია დათუნაშვილი