TOP-NEWS.GE / წყალტუბოს “სამგურალმა” 24 წლის ნახევარმცველი დაიმატა

წყალტუბოს “სამგურალმა” 24 წლის ნახევარმცველი დაიმატა

 წყალტუბოს “სამგურალი” მომდევნო სეზონისთვის დაკომპლექტებას იწყებს. 

ჩვენს გუნდს აზერბაიჯანული “კაპაზიდან” 24 წლის ნახევარმცველი ოთარ აფციაური შემოუერთდა.

ახალწვეულთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. 

აფციაური 2023-2025 წლებში  თბილისის „დინამოსა“ და „გაგრას“ ღირსებას იცავდა. ივლისში “დინამოდან” “კაპაზში” გადავიდა და წლის ბოლომდე აზერბაიჯანულ კლუბში ასპარეზობდა.

27-12-2025, 18:58
უკან დაბრუნება