საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს მთავარი მწვრთნელი სტივ კინი გუნდში ახალი ფეხბურთელების დამატებას აპირებს.
მისი თქმით, გუნდი ტურიდან ტურამდე იზრდება.
"ჩემპიონები ასე ხდებიან ხოლმე. ყველა მატჩს უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებ, თუმცა მთავარია ასეთი სირთულის მატჩის მოგება ისწავლო. შეგვეძლო თუ არა დღეს უკეთ თამაში? ცხადია, კი, მაგრამ რთული მატჩის ფონზე დღევანდელი 3 ქულა პირადად ჩემთვის ბევრისმთქმელია.
ალბათ ყველა ხედავს, რომ ტურიდან ტურამდე როგორც გუნდი ვიზრდებით. დავმეგობრდით, ერთმანეთის უკეთ გვესმის და ამან გაგვაძლიერა. შესაბამისად ვფიქრობ, რომ სეზონის მეორე ნაწილში ბევრად მეტ ქულას მოვიპოვებთ, ვიდრე გასულ ორ წრეში.
სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ალბათ რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ და უფრო გავძლიერდებით. მჯერა, სეზონს ძალიან კარგად დავასრულებთ,"-ამბობს მთავარი მწვრთნელი.