რეკლამა

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი განცხადებას ავრცელებს


ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე განცხადებას ავრცელებს. ადამაძე ქვეყანაში მიმდინარე აქციებს ეხმიანება.

“არ მჯერა “ნაციონალური მოძრაობის” და მისი ლობისტების დაწერილი რეზოლუციის - ვინც არ უნდა გაახმოვანოს იგი.

არ ვეთანხმები დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტის უპირობო გათავისუფლების არაევროპულ მოწოდებას.

არ მჯერა “ნაციონალური მოძრაობის” რუსული რუბლებით დაფინანსებული წევრების, რომლებიც მშვიდობიანი, გულწრფელი მოქალაქეების გვერდით, მშვიდობიანი მომიტინგის როლს ასრულებენ.

ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, მშვიდობიან მოქალაქეებსა და სახელმწიფოზე.

მჯერა საჯარო სამსახურის, რომელიც კიდევ ერთხელ გაუძლებს მორიგ ზეწოლას! - ვისაც ჯერა კვლავ დიდი პასუხისმგებლობით განაგრძობს ამ გზაზე სიარულს, ვისაც არ ჯერა შეუძლია გაჩერდეს.

მჯერა, რომ ეს გზა ევროპისკენ მიდის, გაერთიანებულ საქართველოსთან ერთად,”-აცხადებს პეტრე ადამაძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები