რეკლამა

"ჭურისთავი,"-რას გთავაზობთ საჩხერის სოფელში მოწყობილი საოჯახო მარანი?

"ჭურისთავი,"-რას გთავაზობთ საჩხერის სოფელში მოწყობილი საოჯახო მარანი?

მარანი ,,ჭურისთვი“  საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთში 
მდებარეობს. სახელწოდება ქვევრებს (იმერულად ჭურს) უკავშირდება. როდესაც ოჯახში სტუმარი მოდიოდა, მასპინძელი ყოველთვის იწვევდა ჭურისთავზე, იხსნებოდა ახალი ქვევრი და იქვე ხდებოდა ღვინის დაგემოვნება. სწორედ ამ ტრადიციების და მარანში არსებული ღია ქვევრების გამო შეირჩა ეს სახელი.

მარანში  შეგიძლიათ ნახოთ ორსაუკუნოვანი ნივთები, ორი საწნახელი, ღვინის ყველა აქსესუარით, ასევე ძალზე საინტერესოა ბეღელი, სადაც მოწყობილია ეთნომუზეუმი. 

"ჭურისთავი“ მარკირებული მარანია, აწარმოებენ (ქვევრის ღვინოს) ძელშავს, ცოლიკოურს, კახურ მწვანესა და საფერავს. 

იმერული ღვინის ფესტივალზე 2021 წლის მოსავალი ძელშავი დაჯილდოვდა ოქროს მედლით. ამავე  წელს ძელშავი საერთაშორისო მნიშვნელობის დეგუსტაციაზე დაჯილდოვდა ბრინჯაოს მედლით. 

საქართველოს მასშტაბით  მარანი „ჭურისთავი“ დიდი წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალებზე, შესაძლებელია გასტრონომიული  ტურის მოწყობა. 

საკონტაქტო პირი: მეღვინე მარიამ ხარშილაძე - 555 91 24 35.


ტეგები:

Facebook - კომენტარები