"მოძალადე ქალი მოძალადე მამაკაცზე საშიშია,"-ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში აღნიშნული სათაურით განცხადებას ავრცელებს.
მისივე თქმით, შეგნებულად არ ასახელებს ქალაქს და სასამართლოს, რათა არ მოხდეს ოჯახის იდენტიფიცირება.
"უდიდეს მადლობას ვუხდი მოსამართლეს, რომელმაც ბრალდებული განსაჯა უანგაროდ, შინაგანი რწმენით და ცოდნით!
ქედს ვიხრი ქალბატონო თქვენს წინაშე! და მადლობას გიხდით სწორი შეფასებისთვის (ჯერ მხოლოდ გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა).
მოკლედ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს ოჯახური ძალადობის და მუქარის ბრალდებით, რამდენიმე ეპიზოდი, გენდერი და ა. შ
რეალურად კი საქმე ასე იყო:
მამაკაცი სახლში ბრუნდება,
თავის საწოლზე წამოწოლილი ხვდება ცოლის "მეგობარი" მამაკაცი თავის ორ შვილთან ერთად და ამ დროს მეუღლე გამოდის აბაზანიდან ნახევრად შიშველი.......
მამაკაცებს შორის იწყება სიტყვიერი კამათი და გაწევ-გამოწევა. ამ დროს ცოლი იღებს დანას საზარეულოდან და ეუბნება ქმარს, ვენებს გადავიჭრი თუ თავს არ დაანებებ ჩემს მეგობარსო და უთითებს სახლიდან წასვლაზე.
შემდეგ დანას ადებს კისერზე არტერიასთან და აშინებს ყელის გამოჭრით, რა დროსაც ქმარს აყენებს დაზიანებას კისრის არეში, რის შემდეგაც "მეგობარი" მამაკაცი ხელს, რომელშიც დანა ეჭირა, უჭერს ქალს ანუ "დაზარალებულს", რა დროსაც ქმარი გადაარჩინა ყელის გამოჭრას,
თუმცა მამკაცს მაინც მიაყენა დაზიანება და გამოუსვა დანა ყელში.
ამ ფაქტს შეესწრო ორი არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც ცდილობდნენ მამის გამორიდებას დედისგან.
ამის შემდეგ ქალი რეკავს 112-ში, აცხადებს რომ მეუღლემ მასზე იძალადა და მიყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, როგორც მას, ასევე მის მეგობარს და იძახებს პოლიციას.
მოდის პოლიცია, იწყება გამიძიება, რა თქმა უნდა აკავებენ "მოძალადე" ქმარს ოჯახური ძალადობის და მუქარის ბრადებით და გადაჰყავთ იზოლატორში.
არც ერთმა გამომძიებელმა არ იკითხა ამ კაცს რატომ ჰქონდა გმოჭრილი ყელი და რა იყო ამის მიზეზი?
სად არიან სამი არასრულწლოვნი ბავშვი და რატომ დატოვეს მოძალადე დედასთან სახლში ჩაკეტილი, რომელმაც ხელწერილით უარი განაცხადა ბავშვების გამოკითხვაზე, რომ არ გამჟღავნებულიყო მისი ძალადობა ქმარ-შვილზე და ასეთი ქალი ცნეს "დაზარალებულად".
იმედია ჩემი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და მოძალადე დედას, რომელიც ფიზიკურად უსწორდება შვილებს, სკოლაში არ უშვებს ბავშვებს, სახლში ჩაკეტილს ამყოფებს და უკრძალავს ყველასთან კომუნიკაციას, სათანადო პასუხი გაეცემა.
რაც შეეხება ბრადებულს, როდესაც მას შევხვდი, მოვკვდი მისი საცოდაობით და აღმოჩნდა, რომ ორი თვის განმავლობაში ქმარი რაიონში იყო წასული სამუშაოდ ერთ-ერთ კომანიაში და გამომუშავებული თნხა 8000 ( რვა ათასი) ლარი, ჩაურიცხა მეუღლეს აგვისტოს დასაწყისში.
ამ დროს ქალი სხვადასხვა ჯგუფებში წერდა და ითხოვდა დახმარებას, თითქოს 3 შვილი მშიერი და შემოსვლის გარეშე ყავდა დარჩენილი.
მთელი ქალაქი ძალიან კარგად ახასიათებს ბავშვების მამას, რომელიც ობლობაში გაიზარდა და თან ყვებოდა ცოლს და სამ შვილს, რაც არ დაუფასა მეუღლემ.
დღეს ბრადების მხარე პატიმრობას ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბრადებული ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზეო და მიიმალებაო... მე ტანზე შემოვიხიე ლამის ყველაფერი
და ვითხოვდი, რომ ბრადებული გირაოს სანაცლოდ უნდა განთავისუფლებულიყო და
ობიექტური გამოძიების პიობებში ქმარი უნდა ყოფილიყო დაზარალებული და ცოლი ბრალდებული.
საქმის შესწავლა დაიწყო სოციალურმა სამსახურმა, მანდატურმა. აქტიურად არიან ჩართულები ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები
და იმედი მაქვს სასამართლოს ობიექტურობის,"-წერს ადვოკატი.