TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურელმა მაღაროელებმა შიმშილობა შეწყვიტეს

ჭიათურელმა მაღაროელებმა შიმშილობა შეწყვიტეს

ჭიათურელმა მაღაროელებმა შიმშილობა შეწყვიტეს

ჭიათურაში მოშიმშილე ორმა მაღაროელმა შიმშილობა შეწყვიტა. მერაბ სარალიძე და სიმონ მიქაძე აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება საჩხერისა და ჭიათურის მეუფე დანიელთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. 

მაღაროელებმა ასევე უარი თქვეს სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის ჩატარებაზე. ამ დროისთვის ისინი პრემიერთან ან პრემიერის ნდობით აღჭურვილ პირთან შეხვედრას ითხოვენ.

ცნობისთვის, ჭიათურაში 28 თებერვლიდან მაღაროელების პროტესტი მიმდინარეობს. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვარში მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. 7 მარტს კი გავრცელდა განცხადება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu