ქუთაისში მოქალაქემ თვითდაზიანებები
მიიყენა. ბუბა ჩივაძემ კიდურებზე ბასრი საგნით დაზიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიიყენა. იქამდე კი სავარაუდო სუიციდის შესახებ ფეისბუქლაივით განაცხადა.
"მივიღე გადაწყვეტილება, ნუ შეგეშინდებათ კოლეგებო. სიცოცხლისთვის უკიდურესი ფორმა ავირჩიე. ამით შანტაჟს, ბულინგს ამ ქვეყანაში დაესმევა წერტილი.
ყველანი მიყვარხართ,"-აღნიშნული გზავნილი ბუბა ჩივაძემ სუიციდის მცდელობამდე მედიაჩატში გაავრცელა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ბუბა ჩივაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.