რეკლამა

თერჯოლის სოფელ ახალთერჯოლაში მზის სისტემის ელექტროსადგური დამონტაჟდა

თერჯოლის სოფელ ახალთერჯოლაში მზის სისტემის ელექტროსადგური დამონტაჟდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლაში მზის სისტემის ელექტროსადგური დამონტაჟდა. 

აღნიშნული ელექტრო სადგური პირველ ეტაპზე 150 კილოვატიანი სიმძლავრისაა, რომელიც ყოველწლიურად გამოიმუშავებს 200-დან 220 ათას კილოვატამდე ელექტრო ენერგიას. 

როგორც თერჯოლის მერიაში აცხადებენ, 2024 წლის ბოლომდე იგეგმება, რომ გაიზარდოს ენერგიის გამომუშავება და გახდეს 500 კილოვატი, რის შედეგადაც წლის განმავლობაში გამომუშავდება 1 მილიონი კილოვატი ელექტრო ენერგია, რომელიც ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიერ გადანაწილდება საჭიროებისამებრ.

სოფელ ახალთერჯოლაში, მზის სისხტემის ელექტროსადგური კომპანია ,,GT Solar“-მა დაამონტაჟა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, რეგიონს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ელექტროსადგურზე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ანალოგიური თანხაა გათვალისწინებული მეორე ეტაპისთვის. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები