TOPNEWS » მთავარი თემა » გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები პროკურატურასთან აქციის გამართვას გეგმავენ

გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები პროკურატურასთან აქციის გამართვას გეგმავენ

გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები პროკურატურასთან აქციის გამართვას გეგმავენ

გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები 26  მარტს თბილისში, პროკურატურასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

“ვაპროტესტებთ პროკურატურის უსამართლო გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ჩვენს თანამებრძოლებს ჯერ ბრალი წარედგინათ და შემდეგ პატიმრობა მიესაჯათ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენიათ.

ასევე გვსურს, პროკურატურას მოვთხოვოთ დაინტერესდეს და გამოიძიოს ქალაქ ჭიათურაში სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევები, კორუფციული სქემები, სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი გამოყენება და ბევრი სხვა ფაქტი.

ასევე, ვითხოვთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტი კორუფციულმა დეპარტამენტმა შეისწავლოს ჭიათურის მერიის და ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობა.

ასევე, გვსურს მივმართოთ ტელევიზიებს, დაგვითმონ სტუდია და მოიწვიონ არგუმენტირებულ დებატებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი.

მობრძანდით, დაგვიჭირეთ მხარი. ჩვენ 1 წელზე მეტია ვიბრძვით და ვითხოვთ სამართლიანობას, რომელიც კონსტიტუციით გვეკუთვნის.

ხუთშაბათი, 26 მარტი, 13:00 საქართველოს პროკურატურასთან გელოდებით,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu