რეკლამა

აჯამეთის აღკვეთილი-პოპულარული ადგილი ბაღდათში

აჯამეთის აღკვეთილი-პოპულარული ადგილი ბაღდათში

აჯამეთის ნაკრძალი ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჩამოსული ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.  

აჯამეთის ტყის მასივის ბაზაზე აჯამეთის ბოტანიკური ნაკრძალი  1935 წელს შეიქმნა. აჯამეთი სახელმწიფო ნაკრძალის სახით 1946 წელს ჩამოყალიბდა და მისი შექმნის მიზანი იშვიათი რელიქტების - იმერეთის მუხისა და ძელქვის შენარჩუნება იყო. 

აჯამეთის განთქმული მუხნარი ძალიან ძველია. ზოგიერთი ხის ასაკი 250 წელზე მეტს ითვლის. 

აჯამეთის აღკვეთილს დიდი ეკო ტურისტული პოტენციალი აქვს,  გამორჩეულია ფლორით და ფაუნით,
აჯამეთის ტყეში ვიზიტორებისთვის განთავსებულია საპიკნიკე  სივრცეები და სკვერები, მოწყობილია ბილიკები.  

ტურისტებს საშუალება აქვთ, მშვიდ გარემოში დაისვენონ და დატკბნენ ულამაზესი ხედებით.


ტეგები:

Facebook - კომენტარები