TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა

ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 2011-2012 წლებში დაბადებული 190 სპორტსმენი მონაწილეობს.
ჩემპიონატის ორგანიზატორები სპორტის სამინისტრო და კრივის ეროვნული ფედერაცია არიან. სპორტულ ღონისძიებას მხარს უჭერს ქუთაისის მერია.
ჩემპიონატის გახსნას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი დაესწრო. გამარჯვებულები 18 მაისს გამოვლინდებიან. საუკეთესო მოთამაშეს ქუთაისის მერიისგან სპეციალური პრიზი გადაეცემა.