რეკლამა

თბილისის საპატრულო პოლიციის ოცმეთაური, სამტრედიის მკვიდრი ირაკლი ქუთათელაძე 2007 წლის ივლისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა

თბილისის საპატრულო პოლიციის ოცმეთაური, სამტრედიის მკვიდრი ირაკლი ქუთათელაძე 2007 წლის ივლისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა

სამტრედიაში საქართველოს ეროვნული გმირის, ირაკლი ქუთათელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილმა ტურნირმა სტარტი აიღო. 

აღნიშნული ტურნირში ჩართულობამ წელს სხვა მასშტაბებს მიაღწია და უკვე მთლიანად საქართველო მოიცვა. 

მუნიციპალიტეტის მერიის ეგიდით და ორგანიზებით, მინი ფეხბურთის ტურნირი, ახლადრეაბილიტირებულ სპორტ-კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ ფეხბურთის მოედანზე იმართება და რამდენიმე დღეს გასტანს. ფინალური მატჩი 26 მაისს გაიმართება. 

ტურნირში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 2013 წელს დაბადებული ვაჟთა გუნდები ჩაერთვნენ  და ჯამში 12 გუნდი იასპარეზებს. ტურნირს გახსნის ცერემონიალს  ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულის თავმჯდომარის მოადგილე, ვაჟა სტურუა, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, ირაკლი ქუთათელაძის მამა, ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

თბილისის საპატრულო პოლიციის ოცმეთაური,სამტრედიის მკვიდრი ირაკლი ქუთათელაძე 2007 წლის ივლისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. მან მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადამხტარი ახალგაზრდა გოგონა საკუთარი სიცოცხლის ფასად სიკვდილისგან იხსნა და 37 წლის ასაკში გმირულად დაიღუპა. ირაკლი ქუთათელაძეს გარდაცვალების შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდერით.


ტეგები:

Facebook - კომენტარები