TOPNEWS » მთავარი თემა » წყლის გარეშე დარჩენილი სოფელი ორბელი და უგზოდ დარჩენილი კურორტი "ლაშიჭალა"-სტიქია ცაგერში

წყლის გარეშე დარჩენილი სოფელი ორბელი და უგზოდ დარჩენილი კურორტი "ლაშიჭალა"-სტიქია ცაგერში

წყლის გარეშე დარჩენილი სოფელი ორბელი და უგზოდ დარჩენილი კურორტი "ლაშიჭალა"-სტიქია ცაგერში

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა მოადგილე მამუკა ლეთოდიანთან ერთად სტიქიით დაზიანებული ტერიტორიები დაათვალიერა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე შესაბამის კომისიასთან ერთად იმყოფებოდნენ. დაიწყო სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა.

ინტენსიური წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა სოფელ ორბელში სასმელი წყლის სისტემა დააზიანა. შედეგად, ორბელის მოსახლეობის დიდ ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა კურორტ „ლაშიჭალის“ მიმართულებითაც. დაზიანდა კურორტისკენ მიმავალი გზა.

ამ დროისთვის სამუშაოები დაიწყო ლაჯანის მიმართულებით. იგეგმება შესაბამისი დამატებითი  ტექნიკის მობილიზებაც.  
დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მდინარეში წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu