TOPNEWS » მთავარი თემა » ვანში ამაღლების დღესასწაული ტრადიციული დოღით აღნიშნეს
ვანში ამაღლების დღესასწაული ტრადიციული დოღით აღნიშნეს
ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში, ტრადიციული დოღი გაიმართა. დოღში მონაწილეობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და რეგიონიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა მიიღეს.
შეჯიბრი რამდენიმე სახობაში გაიმართა. დოღსა და მარულაში გამარჯვებულები ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გოჩა ჭუბაბრიამ და ვლადიმერ ხელაძემ დააჯილდოვეს. გამარჯვებულებს სიგელები, მედლები თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.





