ქუთაისში უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება. 11 მაისს, პროტესტის 24-ე დღეს აქცია მესხიშვილის თეატრის წინ გაიმართება.
"რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი არ წყდება დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში. მაგრამ ხელისუფლებას ქართველი ხალხის ურყევი ნება არ ესმის. ბოლო დღეებში უამრავი ადამიანის მიმართ განხორციელდა მუქარა, ცემა, დაჭერა.
გელოდებით 11 მაისს, მესხიშვილის თეატრის წინ, 18:00 სთ.-ზე,"-აცხადებენ ორგანიზატორები.