TOPNEWS » მთავარი თემა » ლეჩხუმში რთველი დაიწყო

ლეჩხუმში რთველი დაიწყო

ლეჩხუმში რთველი დაიწყო

7 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავებულია 300 ათასი ტონა ყურძენი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. 

რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთში, მოსავალი უკვე დაბინავებულია რაჭაში. 

ამ ეტაპზე აქტიური რთველი მიმდინარეობს საქართველოს მევენახეობის ცნობილ ლეჩხუმის რეგიონში, სადაც დარეგისტრირებულია ორი უნიკალური ადგილწარმოშობის ღვინო „ტვიში“ და „ოყურეშის უსახელოური“. 

ქვეყნის მასშტაბით გადამუშავებული ყურძნიდან 296 ათას ტონამდე კახეთის, 1,7 ათას ტონამდე რაჭის, 304 ტონა ლეჩხუმის ხოლო დანარჩენი საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა  რეგიონის მოსავალია. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 450 მლნ ლარს აღწევს, ამ ეტაპისთვის მოსავალი 20 ათასამდე მევენახემ დააბინავა.

ამ დრომდე რთველის პროცესში ჯამურად 486 ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu