რეკლამა

ტყიბულის სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ტყიბულის სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. 

აღნიშნული სკოლა საერთაშორისო სტანადარტის მიხედვით რეაბილიტირდა. სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 

დასრულებული სამუშაოები მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა დაათვალიერეს. 

,,ხრესილის სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები სასწავლო წელს ახალ გარემოში დაიწყებენ. რეაბილიტაციის ფარგლებში სკოლა საერთაშორისო სტანადარტის შესაბამისად მოეწყო და 350 მოსწავლეს მიეცემა საშუალება ისწავლოს კომფორტულ გარემოში. 

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის პრიოროტეტია. ამ მიმართულებით იმერეთში ჩვენი მმართველობის პერიოდში 20 ახალი სკოლა აშენდა და 348-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე კი 25-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა მიმდინარეობს“ - აღნიშნა ლევან ზალკალიანმა.

სკოლის რეაბილიტაციის შედეგად, შესაძლებელია მინიმუმ 350  მოსწავლის მიღება. 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობამ 3 700 000 ლარით დააფინანსა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები