TOPNEWS » მთავარი თემა » ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში 151 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში 151 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში 151 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ქალაქის მერობის კანდიდატებს რეგისტრაცია არ გაუვლიათ. საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ოლქში 76 საარჩევნო უბანია, რომლებიც ძირითადად სახელმწიფო შენობებში-სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებშია განთავსებული. 

საოლქო საარჩევნო კომისია დღეს იმ უბნებზე, სადა ორი ან მეტი გადასატანი ყუთია რეგისტრირებული, სპეცჯგუფის წევრებზე ვაკანსიას აცხადებს. ლარინა ლალიაშვილის თქმით, ასეთი სულ 44 უბანია. 

“თუ უბანზე ორი გადასატანი ყუთია, ამ შემთხვევაში 2-2 წევრზე ცხადდება ვაკანსია, ხოლო 3 ყუთის შემთხვევაში ვაკანსიას 4 ადამიანზე ვაცხადებთ. ჯამში ვაკანსია 44 საარჩევნო უბანს შეეხება,”-ამბობს ლარინა ლალიაშვილი. 

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში 151 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu