ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობამ და პარტიის აქტივმა პარტია დატოვეს.
როგორც გამიჯნულები აცხადებენ, დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალური მმართველობაა. ისინი იმასაც ამბობენ, რომ პარტიის ახალი მენეჯმენტი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ნაცვლად, ბიზნესების განაწილებითაა დაკავებული.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულები აცხადებენ, რომ ისინი ქალაქის საკრებულოში მანდატებს არ ტოვებენ, ფრაქცია საქმიანობას სხვა სახელით გააგრძელებს და ამბობენ იმას, რომ სხვა პლატფორმიდან იბრძოლებენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობა“-ს 13 დეპუტატი ჰყავდა. ერთმა დეპუტატმა პარტია გასულ თვეში დატოვა. 7 დეპუტატი დღეს ნიკა მელიას გუნდს შეუერთდა, ხოლო 4 დეპუტატი საქმიანობას ლევან ხაბეიშვილის გუნდში გააგრძელებს.