ქუთაისში 8 აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა მემორიალის რეაბილიტაცია სრულდება
ქუთაისში დასასრულს უახლოვდება 8 აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა მემორიალის რეაბილიტაცია. მემორიალზე შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
მემორიალზე დაიდგმება აგვისტოში ომში დაღუპული გმირებისადმი მიძღვნილი სიმბოლური ქანდაკება, რომელზეც მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ იმუშავა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე, პროექტის მიხედვით განახლდა მოპირკეთება, გაკეთდა კიბეები და პანდუსი, განთავსდება საპარკე სკამები და მოეწყო განათება, დაირგო დეკორატიული მცენარეები.
მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 445 000 - მდე ლარი დაიხარჯა.





