TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის ცენტრალური ბულვარის გახსნა “გვირილობის” დღესასწაულზე იგეგმება

ქუთაისის ცენტრალური ბულვარის გახსნა “გვირილობის” დღესასწაულზე იგეგმება

ქუთაისის ცენტრალური ბულვარის გახსნა “გვირილობის” დღესასწაულზე იგეგმება

ქუთაისის  ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.  პარკს, რომელიც არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რეაბილიტაცია სახელმწიფო პროგრამის -“განახლებული რეგიონების” ფარგლებში უტარდება. სამუშაოების დაწყების მომენტისთვის
 ადგილზე ამორტიზებული  და დაზიანებული იყო საფეხმავლო ბილიკები, პარკის ფურნიტურა და განათების ბოძები. არ არსებობდა არც სარწყავი დასადრენაჟე სისტემა, რის გამოც დაგროვილი წყალი ინფრასტრუქტურის დაზიანებას იწვევდა. 

ქუთაისის ცენტრალური პარკი 1821 წელს გაშენდა და  საუკუნის დასაწყისიდან ის ქალაქის მთავარი საზოგადოებრივი თავშერის ადგილი იყო. რეაბილიტაციის პროექტის პირველ ეტაპზე  ცენტრალურ ბულვარში არსებული მდგომარეობის სრულყოფილი შესწავლა მოხდა. სრულად აღინუსხა პარკში არსებული უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები. პარკის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულია დენდროლოგი და პროექტი მისი რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. პარკის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ახალი ხე-მცენარეების დამატებაც. რაც მთავარია, პარკის გეგმარება უცვლელი რჩება. 
ბულვარის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია “დაგი” ახორციელებს. 

პროექტი ცენტრალურ ბულვარში ახალი ატრაქციების მოწყობასაც ითვალისწინებს. მაგალითად, პარკის  ცენტრალურნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“,  ხოლო ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა. დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები და მოპირკეთდება სფეხმავლო ბილიკები.

მასშტაბური პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14.9 მილიონი ლარით ფინანსდება. რეაბილიტირებული ცენტრალური ბულვარის გახსნა 2 მაისს, “ქუთაისობის” დღესასწაულზე იგეგმება. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu