ქუთაისში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვარსკვლავი გაიხსნა.
ფოლკლორის სასახლის წინ ანსამბლის ვარსკვლავის გახსნას საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ანსამბლმა კონცერტი გამართა.
„ქუთაისისთვის საამაყოა, რომ გვყავს ასეთი მაღალი დონის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი. მათი ყოველი კონცერტი მშობლიურ ქალაქში დიდი დღესასწაულია. ქვეყნის ფარგლებს გარეთაც არაერთხელ ასახელეს ქუთაისი.
დღეს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვარსკვლავი გავხსენით ფოლკლორის სასახლის წინ.
მადლობა ანსამბლის ხელმძღვანელებს, თითოეულ წევრს ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.