რეკლამა

კეცის ოსტატები ვანის სოფელ ტობანიერიდან

კეცის ოსტატები ვანის სოფელ ტობანიერიდან

ვანის ტურიზმის ცენტრი ადგილობრივი რეწვის ოსტატებს გვაცნობს  

"ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში ყველა იცნობს მამუკა ხელაძის ოჯახს. წინაპრებიდან მოყოლებული, ოსტატი ფლობს ადგილობრივი კეცის დამზადების  ტექნოლოგიას და ტრადიციულ ხელობას  ოჯახთან ერთად  დღემდე უწყვეტად აგრძელებს. 

კეცის დასამზადებლად საჭირო   მიწა, რომელიც „ჭინჭიბურა“-ს სახელითაა ცნობილი ოსტატს გურიის მუნიციპლაიტეტის სოფელ თხილაგანიდან ჩამოაქვს.  ესაა ერთგვაროვანი თიხისმაგვარი წებოვანი მიწა, რომელიც საგულდაგულოდ ხარისხდება რომ სხვა მიწა არ შეერიოს, საგულდაგულოდ აშრობენ, რის შემდეგაც მიწა გადააქვთ  წყლიან ჭურჭელში რამდენიმე დღით დასალბობად. დამბალ მიწაში ურევენ ადგილობრივ სილას პროპრციით: 3/2  (3 ვედრო კეცის მიწა +2 ვედრო სილა). კარგად შეზავებული მიწით გამოჰყავთ სასურველი ზომის კეცი, რომელიც შრება 10 დღის განმავლობაში და ბოლო ეტაპია კეცის გამოწვა სრულ მზაობამდე.

ტრადიციული მეთოდით დამზადებულ კეცზე გამომცხვარი მჭადი, გამოიჩევა მისი ეკოილოგიური და გემოვნური თვისებებით.

ოსტატი მამუკა ხელაძის ოჯახი ამ ეტაპზე ერთადერთია ვანის მუნიციპალიტეტში, ვინც ამ კერგ საქმეს ემსახურება. ადგილობრივ კეცზე დიდი მოთხოვნაა, ოსტატი რეალიზაციას ახდენს როგორც საკუთრივ სახლიდან, ასევე ადგილობრივი ბაზრიდან.
სურვილის შემთხვევაში ბატონი მამუკა  მზადაა უმასპინძლოს ტურისტებს და  მოაწყოს კეცის დამზადებუის მასტერკლასი,"-აცხადებენ ვანის ტურიზმის ცენტრში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები