TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონის სოფელ ფუთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზესტაფონის სოფელ ფუთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში ადგილობრივი მნიშვნელობის საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან, მერის მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 220 000 ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის ფარგლებში გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა.
"ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტად მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. განახლებული გზა მათ ყოველდღიურ გადაადგილებას ბევრად უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის", -აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.





