TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისსა და ნიკეას (საბერძნეთი) რაიონს შორის თანამშრომლობა განახლდება

ქუთაისსა და ნიკეას (საბერძნეთი) რაიონს შორის თანამშრომლობა განახლდება

ქუთაისსა და ნიკეას (საბერძნეთი) რაიონს შორის თანამშრომლობა განახლდება

ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და ნიკეას ( საბერძნეთი) რაიონს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის განახლება იგეგმება. საქართველოს ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთში ლევან ბერიძემ შეხვედრა გამართა ნიკეის რაიონის მერთან კონსტანტინოს მარაკაკისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქალაქ ქუთაისსა და ნიკეის რაიონს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის განახლების პერპექტივები. საუბარი შეეხო კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას და ორი მუნიციპალიტეტის მეგობრობის განმტკიცების საკითხს. 

სამომავლოდ დაიგეგმა ქუთაისის მერიის და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი საბერძნეთში, ასევე, ათრაკიოსის ამფითეატრში (ნიკეის რაიონი) ქართული ტრადიციული ცეკვის კონცერტის ორგანიზება. 

ქუთაისსა და ნიკეას შორის მეგობრობის მემორანდუმი პირველად 1985 წელს გაფორმდა. იმავე წელს ქუთაისში ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა ნიკეას სახელი, ნიკეაში კი- ქუთაისის სახელი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu